09:16 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 11:05:53, 1063 ნახვა

საზოგადოება
„Freedom Barometer“ ანგარიშის მიხევდით საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის პროექტის „freedom barometer“-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა და ქვეყანა სიტყვის თავისუფლების კუთხით წამყვან პოზიციას იკავებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსში  საქართველოს 2018 წელს 5 ქულა ჰქონდა, რაც 2019 წელს 2.1 გაიზარდა და  7.1 ქულა მიიღო.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პრესის თავისუფლება საქართველოში კონსტიტუციითაა დაცული, რაც ბოლო წლებში პრაქტიკაში სრულდება.

„Freedom Barometer“-ის  ანგარიშში წერია, რომ მცირე პრობლემების მიუხედავად, ქვეყანაში დაცულია სიტყვის თავისუფლება,  მოქმედებს სამაუწყებლო, ბეჭდური და  ონლაინ მედია, მოქალაქეებს კი მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

ამას გარდა, ანგარიშში ნახსენებია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თან მიმართებაში და იქვე აღნიშნულია, რომ სწორედ „რუსთავი 2“-ის  ბაზაზე ქვეყანაში ძალიან მარტივად ორი ახალი ოპოზიციური არხი „მთავარი“ და „ფორმულა“ შეიქმნა .

„Freedom Barometer“-ის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ყველაზე მეტი ზრდა საქართველოს ჰქონდა და  45 ქვეყანას შორის წინა წელთან შედარებით, ზრდის ტემპის თვალსაზრისით, ყველა ქვეყანაზე უკეთესი შედეგი აჩვენა,  რის შედეგადაც, თავისუფალი ქვეყნების რეიტინგში 69.10 ქულით 27 ადგილზეა.  2018 წელს საქართველო 64.10 ქულით 28 ადგილს იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics