23:11 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 10:39:37, 2116 ნახვა

კომენტარი
კობახიძე გერმანიის ელჩთან ვიზიტზე - მოდელი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ბოლომდე დაახლოებულია პროპორციულ სისტემასთან

„მოდელი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ბოლომდე დაახლოებულია პროპორციულ სისტემასთან“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გერმანიის ელჩთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ის იდეები, რომელებიც შეხვედრაზე გააჟღერეს, იძლევა იმის საშუალებას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მანდატების კუთხით ისეთი შედეგი მიიღოს, რასაც ის მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში.

„სხვადასხვა თემა არის აქტუალური საარჩევნო სისტემასტან დაკავშირებით. ესაა თუნდაც ბარიერის, პროპორციული სისტემის საკითხი ანუ რაც პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემათა შორის კავშირი. ჩვენ შევეხეთ ამ თემას. ასევე შევეხეთ იმ თემას, თუ როგორ შეიძლება განისაზღვროს ერთგვარი ზღვარი გამარჯვებული პარტიისათვის, ეს იყო ის თემები, რომელიბიც განვიხილეთ. ის იდეები, რომელებიც გავაჟღერეთ, იძლევა იმის საშუალებას, რომ მაგალითად გამარჯვებულმა პარტიამ მანდატების კუთხით ისეთი შედეგი მიიიღოს პარლამენტში, რასაც ის მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში. ეს დავამტკიცეთ კონკრეტული ციფრებით. ეს არს ბოლომდე დაახლოებული პროპორციულ სისტემასთან ის მოდელი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა იმ მაქსიმაურ პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც მხარეები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საბოლოო მოდელზე უნდა შეთანხმდნენ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ ოთხშაბათს უკვე უნდა დაინიცირდეს კანონპროექტი. იმისათვ ის, რომ სათანადო პროცედურიტ ივნისის ბოლომდე მოხერხდეს მთლიანად კანონის მიღება. აქ იგულისხმება, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც თავისი განხილვით სამი თვე სჭირდება, თავისი სამი მოსმენით. საუბარია ასევე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რასაც დასჭირდება დაახლოებით ერთ თვემდე. ჩვენ რეალურად გვაქვს რამდენიმე დღე იმისთვის, რომ უკვე კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებით შევჯერდეთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics