10:22 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 12:38:02, 1451 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი შესაბამის სააგენტოებს, ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან დევნილი პირების გრძელვადიანი განსახლებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან დევნილი პირების გრძელვადიანი განსახლება უზრუნველყოს.

სახალხო დამცველი სანატორიუმ „გეოლოგის“ ავარიული შენობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ შენობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია.

 „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შენობა, სადაც სამოცამდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია. გარდა იმისა, რომ შენობა ავარიულია, მას არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. როგორც ცნობილია, ბუნებრივი აირის მიწოდებაზე გამანაწილებელმა კომპანიამ შენობაში უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო, უარი განაცხადა.

დევნილთა გრძელვადიანი განსახლება გარკვეული კრიტერიუმებით მინიჭებული ქულათა სისტემის საფუძველზე ხორციელდება. გამონაკლისია ე.წ. ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილები, რა დროსაც შესაძლებელია პრიორიტეტულად განსახლება - ქულათა სისტემის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სანატორიუმ „გეოლოგის“ შენობა ნგრევადია, სახელმწიფომ მსგავსი მიდგომა არ გამოიყენა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ პირობებში ძალიან ბევრ დევნილ ოჯახს უწევს ცხოვრება, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით 133 ნგრევად ობიექტში 3 191 ოჯახია რეგისტრირებული. სახალხო დამცველი ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში მწვავე პრობლემად ასახელებს სწორედ ამგვარ ობიექტებში მცხოვრები ოჯახების უფლებრივ მდგომარეობას და ითხოვს ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან დევნილთა განსახლებისას მათთვის უფრო მეტი პრიორიტეტის მინიჭებას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics