11:16 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 11:21:46, 1046 ნახვა

საზოგადოება
მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 პაციენტი იმყოფება, 6 პირი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 პაციენტი იმყოფება, 6 პირი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.

აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკვე გამოკვლეულ 11 პაციენტს შორის კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა, ხოლო ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი დანარჩენი პაციენტების ანალიზის პასუხები ცნობილი დღეს გახდება.

„ჩვენთან უკვე 28 პაციენტი წევს. გუშინ ცენტრი დატოვა ექვსმა პაციენტმა. ისინი გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. შემოვიდა 17 პაციენტი, საიდანაც კვლევა ჯერჯერობით 11 მათგანს ჩაუტარდა. 11 პაციენტის პასუხი უარყოფითია, დანარჩენი ტესტები, რომლებიც დღის მეორე ნახევარში დაიწყო და კეთდება ალბათ, დღეს დილისთვის ან შუადღისთვის იქნება ცნობილი. ჩვენს სტაციონარში სიტუაცია სტაბილურია. „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის იმ ექვს პაციენტთაგანია, რომლებიც გავუშვით ბინაზე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics