12:20 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 16:25:06, 1006 ნახვა

საზოგადოება
ქედის ,,ქალთა ოთახი" წარმატებულ მაგალითად განიხილეს

პროექტის ,,საქართველოს მუნიცპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა" ფარგლებში, დღეს თბილისის საკრებულოს დარბაზში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და წარმომადგენლებისთვის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ. შეხვედრაზე  წარმატებულ მაგალითებს შორის ბოლნისის, მარნეულისა და ოზურგეთის ქალთა ოთახებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტი დასახელდა.

აუდიტორიას პრეზენტაციის სახით, ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია ქედის ,,ქალთა უთახის" მენეჯერმა თეა შარაშიძემ გაუზიარა.

გაიმართა ასევე ქალთა ოთახის სახელმძღვანელო დოკუმენტის პრეზენტაცია და დისკუსია: უკუკავშირი სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით, მუნიციპალური მზაობა, შესაძლებლობები და გამოწვევები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics