12:21 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 11:46:30, 954 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, კიდევ ერთი ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, კიდევ ერთი ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული“, -  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების კუთხით, დედაქალაქის მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მიხარია, რომ ჩვენ დედაქალაქის ის მთავრობა ვართ, რომელმაც ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარება და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ეს პრობლემა უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს, რის გამოც, დაზარალებულად 3 000-ზე მეტი ოჯახია ცნობილი.  ცხრა მიწის ნაკვეთზე უკვე გვქონდა გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა და საერთო ჯამში, დაზარალებულ ოჯახებს 58 300 კვადრატული მეტრის თეთრი კარკასის საცხოვრებელი ფართები უნდა გადაეცეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა ამჟამად, სოფელ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთებზეა გამოცხადებული, რომელთა ჯამური ფართობი 5 616 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

„ყველა დაინტერესებულ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღოს. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა 28 თებერვლის 18:00 საათია. ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს ის კომპანია, რომელიც დაზარალებულ მოქალაქეებს ყველაზე მეტ საცხოვრებელ ფართს შესთავაზებს. გადასაცემი ფართების (თეთრი კარკასის მდგომარებით) მინიმალური ოდენობა 2 600 კვადრატული მეტრია. დარწმუნებული ვარ, ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთით ძალიან ბევრი კომპანია დაინტერესდება, რომლის შედეგადაც, დაზარალებულ ოჯახებს დავეხმარებით და საცხოვრებელ ფართებს გადავცემთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics