15:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 17:22:41, 3177 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა CENN-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN წარმომადგენლებთან მარიკო წიქორიძესთან, ვახო ქოჩორაძესა და ლევან გაგოშვილთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი გრანტის დეტალები განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბოლნისის სერვის ცენტრის მენეჯერი გია ყიფიანი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და CENN-ის დაფინანსებით, სოფელ ნახიდურში სკოლამდელი მზაობის ჯგუფი შეიქმნება. სოფელ რაჭისუბანში სასმელი წყლის რეზერვუარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, აშენდება საქლორატორო ნაგებობა, რის შემდეგაც რეზერვუარი რაჭისუბნის გარდა კიდევ ორ სოფელს მწყნეთსა და მუხრანას მოემსახურება. პროექტის ფარგლებში ასევე სოფელ ბოლნისში სასმელი წყლის საფილტრი აპარატის დამონტაჟდებაც იგეგმება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ. ბოლნისში უკვე მოქმედებს Wash საბჭო, რომლის მიზანიც სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და Wash სტანდარტების დამკვიდრებაა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics