14:47 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 12:03:06, 951 ნახვა

საზოგადოება
თიბისი IT აკადემია UX-ის კურსზე სტუდენტების მიღებას იწყებს

თიბისი IT აკადემიაში UX (User Experience/მომხმარებელთა გამოცდილება) Boot camp-ის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო. სწავლა მარტში დაიწყება და UX-ით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, უსასყიდლოდ შეისწავლონ ახალ პროფესია ან  ამ მიმართულებით საკუთარი ცოდნა გაიღრმაონ.

კურსს სპეციალურად მოწვეული უცხოელი მენტორები გაუძღვებიან, რომლებიც კვირაში 5 დღის განმავლობაში, ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდით, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემენ რეალურ პროექტებზე იმუშაონ.

კურსზე მოსახვედრად სტუდენტებმა რეგისტრაცია ონლაინ უნდა გაიარონ  შემდეგ ბმულზე - https://forms.gle/txFTHChXTDrG1bsU7 . აპლიკანტების შერჩევა ჟიურის მიერ გასაუბრების და ტესტირების შემდეგ მოხდება.

საგანმანათლებლო პლატფორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია  თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წამოიწყო. IT აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც  პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და  მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

 2019 წელს თიბისი IT აკადემიაში უკვე 120-მა ახალგაზრდამ გაიარა Front-end და Back-end development ის კურსები. ყველა წარმატებული სტუდენტი თიბისი ჯგუფში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდა.  2020 წელს აკადემიაში  200-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას. დაგეგმილია სტუდენტებისთვის ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიების და კონკურსის ჩატარებაც.

2020   წლის გაზაფხულზე, UX-ის გარდა, თიბისი IT აკადემიაში Android და  IOS development-ის კურსებზეც დაიწყება სწავლა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა  შემდეგ ბმულებზე შეუძლიათ:   

·         IOS Bootcamp-  https://forms.gle/dJrYBQGA846QFvKJ7

·         Android  Bootcamp -  https://forms.gle/BPdZ3UkR8tCB17Wd8

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics