15:52 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 10:13:39, 6612 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ირანის საჰაერო მიმოსვლა შეიზღუდა

საქართველოში ირანის საჰაერო მიმოსვლა შეიზღუდა. შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლებამ დააწესა, რადგან კორონავირუსის გავრცელების საშიშროება თავიდან აიცილოს.

ირანიდან თვითმფრინავები საქართელოში ცარიელები ჩამოდიან და ირანისდან ჩამოსულ ტურისტებს სამშობლოში აბრუნდებენ.

„საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას, ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან და მომავალში თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვაც.

საქართველოს მთავრობა მუდმივ კავშირზეა როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებთან ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით. როგორც ცნობილია, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთის შემდგომ დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. საქართველოს მთავრობა მუდმივად კავშირზეა ირანის ხელისუფლებასთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მდგომარეობის და მიმდინარე საპრევენციო ღონისძიებების შესახებ. არსებული ინფორმაციით ირანის მთავრობა მიმართავს ყველა ზომას კორონავირუსის შემთხვევების შემდგომი ზრდის პრევენციისთვის, ასევე აწარმოებს ირანიდან გამავალი მგზავრების სქრინინგს. ამის მიუხედავად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით", - განაცხადა საქართველოს მთავრობამ.

ცნობისთვის, ირანში კორონავირუსს ბოლო დღეესბის განმავლობაში აქტიურად ებრძვიან, ხოლო აქ ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics