15:51 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-22 15:56:06, 2567 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

მისივე თქმით, ირანში უარესდება ეპიდსიტუაცია კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირება.

„გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს ირანის სამი მოქალაქე, ერთი ოჯახის წევრები. კლინიკაში შემოსვლისას დაფიქსირებული იყო ტემპერატურა. ირანში უარესდება ეპიდსიტუაცია კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გუშინ ღამე პაციენტებს ჩაუტარდათ ტესტი გრიპოზულ ინფექციაზე, პასუხები უარყოფითი იყო. შემდეგ ჩაუტარდათ კლინიკური კვლევები და დილას აუღეს ნაცხები კორონავირუსულ ინფექციაზე, ასევე მოლეკულური კვლევები სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსზე. სწორედ ნახევარი საათის წინ დასრულდა კვლევები – უარყოფითი პასუხი კორონავირუსულ ინფექციაზე. არის დადებითი მსუბუქად ადენოვირუსულ და რენოვირუსულ ინფექციაზე, ანუ რესპირაციულ ვირუსებზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ირანის მოქალაქე სამი პაციენტი, დედა და ორი შვილი თბილისის ინფექციურ საავამდყოფოში გუშინ შეიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics