15:52 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-22 10:24:31, 2076 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრანტებს შეხვდა.

 „მინდა, მადლობა გადავუხადო GIPA-ს, რომელმაც მნიშვნელოვანი სასწავლო პროგრამები შეიმუშავა. თქვენი სახით გარემოს დაცვის სფეროს დიდი გულშემატკივრები, მხარდამჭერები და პროფესიონალები შეემატება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულების გარკვეული ნაწილი ახლა უკვე ჩვენი სამინისტროს გუნდის წევრია. ამ მიმართულებით თანამშრომლობა, თქვენი პროგრამის სტუდენტების სტაჟირება და პრაქტიკული გამოცდილების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, სამინისტროს ინიციატივით, „გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის” სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა და დაინერგა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

სამაგისტრო პროგრამის „გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა“ მიზანია გარემოსდაცვითი მმართველობისა და პოლიტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც წარმატებით იმუშავებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში სხვადასხვა კვლევით, აკადემიურ თუ მენეჯერულ თანამდებობებზე, რომელთა ფუნქციებში და მოვალეობებში შედის გარემოსდაცვითი მმართველობის საკითხებზე მუშაობა.

დღეისათვის, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 100%-ია და ყველა მათგანი დასაქმებულია გარემოსდაცვით სფერში. მათი ნაწილი მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics