|
2020-02-21 17:59:42, 1686 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება - საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაუბრუნდეს 520-ე დადგენილების განხილვას
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუბრუნდეს 520-ე დადგენილების განხილვას, ხოლო მანამდე მთავრობის 520-ე დადგენილება დროებით შეჩერდეს. ამის შესახებ განცხადებას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აქვეყნებს. ასოციაციის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გადაწყდა შექმნილიყო მუშა ჯგუფის შეხვედრები, რაც უეფექტო აღმოჩნდა, გაიმართა მხოლოდ ორი შეხვედრა და მიღებული მინიმალური დაპირებები კვლავ შეუსრულებელია. „საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2019 წლის 3 დეკემბრის განცხადებაში აღვნიშნავდით, რომ დარგობრივ ასოციაციებთან კონსულტაციებისა და შეჯერებული გადაწყვეტილების მიღებამდე მიზანშეწონილად მიგვაჩნდა ამ დადგენილების მოქმედების შეჩერება. სამწუხაროდ, მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდა დარგობრივი ასოციაციების არგუმენტირებული პოზიციის გაზიარება. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გადაწყდა შექმნილიყო მუშა ჯგუფის შეხვედრები, რაც სამწუხაროდ, ასევე უეფექტო აღმოჩნდა, გაიმართა მხოლოდ ორი შეხვედრა (ბოლო 10 იანვარს) და მიღებული მინიმალური დაპირებები კვლავ შეუსრულებელია. მუდმივი მცდელობის მიუხედავად დღემდე ვერ ვიღებთ პასუხებს სპეცალისტების მიერ დასმულ კითხვებზე. აქვე, განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დარგობრივ ასოციაციებს კარგად ესმით და აღიარებენ სახლმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესს, მოახდინოს საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია, რაზეც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება არაერთხელ მიუთითებდა. ჩვენი მკაფიო პოზიცია იყო, რომ სახელმწიფოს პირველ რიგში მოეხდინა პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციის კრიტერიუმების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ განეხილა ტარიფიკაციის საკითხი. დღეის მოცემულობით, 520-ე დადგენილების მიღებით, სახელმწიფო პასუხს სთხოვს არა მხოლოდ არაკეთილსინდისიერ და სამედიცინო დახმარების მინიმალურ სტანდარტებთან შეუსაბამო კლინიკებს, მათ მიერ არასწორად მოთხოვნილ თანხებზე, არამედ ყველა კლინიკას თანაბრად. ბუნებრივია, ეს მიდგომა გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ის ფისკალური ეფექტი, რაზეც გათვლილია ზემოთ აღნიშნული დადგენილება, აშკარად არათანაზომიერია იმ ზიანთან, რაც შეიძლება მიადგეს ჩვენს ქვეყანაში გარკვეული დარგების(განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურის) არსებობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საკითხის განხილვას, ხოლო მანამდე მოხდეს მთავრობის 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)