13:13 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 16:41:03, 1466 ნახვა

ეკონომიკა
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 0.6 პროცენტით შემცირდა

„2020 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით შემცირდა“, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განაცხადეს.

მათი ცნობით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ფასები 7.4 პროცენტით, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავების ფასები 20.8 პროცენტით გაიზარდა

„2020 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.1 პროცენტით გაიზარდა.

წინა თვესთან შედარებით ფასების 0.5 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან მნიშვნელოვანია ფასების კლება ძირითად ქიმიკატებსა და ქიმიური პროდუქტებზე (9.8 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებზე (2.2 პროცენტი).

ელექტროენერგიის, აირი, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე ფასები შემცირდა 2.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.29 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 6.01 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა კვების პროდუქტებზე (11.4 პროცენტი);

• სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: დაფიქსირდა ფასების 20.8 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.30 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა“, - წერს საქსტატი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics