|
2020-02-20 15:29:46, 1261 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან, ოფიციალური შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის არსებული წარმატებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საზღვრის ინტეგრირებული მართვის, არალეგალური მიგრაციის და ნებაყოფლობითი დაბრუნების საკითხებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერას, რასაც იგი ევროკავშირისა და აშშ-ის დაფინანსებით ახორციელებს. მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. ვახტანგ გომელაურმა, ასევე, აღნიშნა დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობა, რომელთა ფარგლებში განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარება და დამატებით საჭირო აღჭურვილობის უზრუნველყოფა. შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)