16:58 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 15:23:13, 1437 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროსაბჭოს ანტიდისკრიმინაციული დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტრასბურგში ევროსაბჭოს ანტიდისკრიმინაციული დირექტორატის ხელმძღვანელს, ჯეროენ შოკენბროკს შეხვდა.

 შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და ამავე დეპარტამენტის ბავშვთა უფლებების განყოფილების წარმომადგენლებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღწეული პროგრესისა და გამოძიების გაუმჯობესებული ხარისხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.

შეხვედრაზე ნინო ცაციაშვილმა დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიმართულებით არსებულ პროგრესსა და გაუმჯობესებულ სტატისტიკაზე ისაუბრა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს წარუდგინა ახალი გეგმები სამინისტროში არასრულწლოვანთა სპეციალიზებული დანაყოფის შექმნის შესახებ, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელი იქნება არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებაზე.

 შეხვედრის ფარგლებში, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა არსებული პროგრესი დადებითად შეაფასეს და ახალი დანაყოფის დაარსების მხარდაჭერასთან დაკავშირებით ინტერესი გამოთქვეს.

 საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გენდერისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში  და  იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics