|
2020-02-19 14:18:19, 1454 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: „რუსთავის აზოტში“ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას 4 მილიონი ევრო მოხმარდება
„ჩვენ ავიღეთ უპირობო ვალდებულება, რომ ქვეყანაში სათბური გაზების ემისიების ზრდას შევამცირებთ. გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მივიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აზოტმჟავას წარმოების შედეგად წარმოქმნილი გაზების გარემოში მოხვედრა მინიმუმამდე შემცირდეს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. საქართველო, გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალურ სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეუერთდა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ამ ინიციატივის წევრ ქვეყნებში აზოტმჟავას მწარმოებელი კომპანიები აღჭურვოს კლიმატის ცვლილების გამომწვევი აზოტის ოქსიდის მშთანთქავი ტექნოლოგიით. „აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმ მოცემულობაში, როცა ჩვენ რუსთავის ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ასევე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატი იმისათვის, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. საკითხი რთულია და მის მოგვარებას რამდენიმე წელი დასჭირდება. კონკრეტული შეთანხმებით, რომელიც დღეს მთავრობამ მოიწონა, მივიღებთ 2 მილიონი ევროს დაფინანსებას გერმანიის მთავრობიდან. სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“ დამატებით დააფინანსებს მეორე 50 %-ს, საბოლოოდ, საწარმოში 4 მილიონი ევრო მოხმარდება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევებს მინიმუმამდე დაიყვანს. „რუსთავის აზოტის“ მიერ აზოტმჟავას წარმოების პროცესის დროს წარმოქმნილი სათბურის ეფექტის მქონე ემისიები ქვეყნის მთლიანი სათბურის ეფექტის მქონე გაზების ემისიების დაახლოებით 4-5 %-ს შეადგენს. ქალაქ რუსთავისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა. რუსთავის ჰაერთან მიმართებაში გვექნება კომპლექსური მიდგომა, ისევე, როგორიც ჩვენ გვაქვს თბილისის ჰაერის ხარისხის მართვასთან დაკავშირებით. შედეგად, ეტაპობრივად, მოგვარდება არსებული პრობლემები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ქალაქ რუსთავში, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დღის წესრიგის პრიორიტეტია. ინიციატივა, რომელსაც საქართველო შეუერთდა, ხელს შეუწყობს ქვეყანას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში. 2015 წლიდან საქართველო პარიზის შეთანხმების მონაწილე ქვეყანაა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)