|
2015-07-31 13:02:30, 666 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე თბილისიდან დასასვენებლად ჩასულ ბავშვებს შეხვდნენ, რომლებიც 13 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალდნენ. პატარა მოჭადრაკესთან მთავრობის თავმჯდომარემ შაშის პარტია ითამაშა. ასპარეზობა სტუმრის გამარჯვებით დასრულდა და მომავალი შეხვედრისას ჭადრაკის პარტიის თამაშის სურვილიც გამოითქვა. 19 ბავშვი, რომელთა ასაკი 10-დან 15 წლამდე განისაზღვრება 13 მშობელთან ერთად უკვე ბათუმში არიან. მოზარდების აჭარაში დასვენება/რეაბილიტაციის კურსს 30 ივლისიდან 15 აგვისტომდე გაივლიან. მათთვის სარეაბილიტაციო ცენტრ „თანა“-ში ბანაკური ტიპის ცხოვრება მოეწყობა. ბათუმში ჩამოსვლის პირველივე დღეს ბავშვები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ მოინახულეს. ბავშვები დაესწრებიან დელფინების შოუს, კონცერტებს - ბათუმის საზაფხულო თეატრში და ბათუმის მუსიკალური ცენტრში, გაისერნებენ ბათუმს ძველ და ახალ ბულვარში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, დაათვალიერებენ ღამის ბათუმს, მაჭალმთიან აჭარას, ეწვევიან გასართობ ცენტრ „ციცინათელას”. წინასწარ განსაზღვრული დღის განრიგის მიხედვით მოზარდები დილას გამამხნევებელი ვარჯიშით დაიწყებენ. 15 დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. დაგეგმილია ექსკურსიები: ბოტანიკურ ბაღში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ხელოვნების მუზეუმში და გონიოს ციხეზე. ბავშვებს ჩაუტრდებათ ტრენინგ-სემინარები ჯანსაღი ცხოვრების წესის და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების შესახებ. ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან ოთხჯერადი კვებით და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო პირობებით.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)