|
2020-02-17 14:17:03, 1400 ნახვა
საზოგადოება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხმაურია - ოპოზიცია შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ, ხმაურია. ოპოზიციის წარმომადგენლებმა, კომიტეტზე მყოფ დეპუტატებს პოლიტიური პატიმრების სურათები დაურიგეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ირაკლი შოთაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი დანიშვნით ივანიშვილმა ხალხს უთხრა, რომ მათი აზრი არ აინტერესებს. „თქვენი დანიშვნით ხალხს ეუბნება ივანიშვილი, რომ არ აინტერესებს მათი აზრი. თქვენ საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე დატოვეთ თანამდებობა, თქვენ სინდისზეა ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე“, - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 7 თებერვალს შეარჩია, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ამ წუთებში, პარლამენტის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)