|
2020-02-15 10:28:47, 1086 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ი/მ ვალერი კახაძემ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნა. საწარმოში ჯამურად 500,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 170,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარის და საერთაშორისო ორგანიზაცია Mercycorp-ის ინვესტიციაა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად საწარმოს ესტუმრა და საწარმოო პროცესს გაეცნო. საწარმოში დღეში საშუალოდ 7-8 ტონა რძეს გადაამუშავებენ და ამზადდება სამი სახეობის ყველი: ქარხნული, სულგუნი და იმერული. გადამმუშავებელ საწარმოში 24 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში ამოქმედდა 23 ახალი საწარმო. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)