|
2020-02-13 16:40:58, 1787 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ოპოზიცია ნერვიულობს, რადგან მისია დაადგენს ყველაფერს, რაც უგულავას მიერ 48 მილიონის მოპარვას უკავშირდება
„ოპოზიცია ნერვიულობს და ნერვიულობს ობიექტურად, რადგან ეს მისია დაადგენს ყველაფერს რაც უკავშირდება უგულავას მიერ 48 მილიონის მოპარვას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის ინფორმაციით, წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე შესაძლებელია ივარაუდოს, რომ მისია საქართველოში მიმდინარე თვის ან მაქსიმუმ მომავალი თვის განმავლობაში ჩამოვა. „საქმე არის ძალიან ნათელი, მთავარია ჩვენი ინიციატივა, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტარებს ეძლევათ საშუალება ჩამოვიდნენ საქართველოში და შეისწავლონ ამ საკითხის დეტალები, როგორც არსებითი მხარე, ასევე პროცედურული მხარე. ბუნებრივია, ეს ყველაფერს მოჰფენს ნათელს და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ძალიან განერვიულდნენ, როდესაც გაიგეს ამ ინიციატივის თაობაზე. ნახეთ, რომ გუშინ სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ და სხვებმა გააკეთეს უარყოფითი კომენტარები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რატომ, ყველაფერი არის მარტივი, ერთი, რომ ეს მისია აუცილებლად დაადგენს იმას, რომ უგულავამ მოიპარა 48 მილიონი, გადასახადის გადამხდელების, თბილისი მოქალაქეების და საქართველოს მოსახლეობის ფული და მეორე, დადგინდება რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ იყო სახეზე. გაირკვევა, რომ ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა. ყველაფერს მოეფინება ნათელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)