|
2020-02-13 14:06:06, 1716 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ყაზბეგის გამზირის N27-ის მიმდებარედ არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის მუნიციპალიტეტ პრაღა 3-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 400 კვ.მ ფართობზე ჩატარდება, სადაც საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყობა და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები დამონტაჟდება; მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, LED განათების სისტემა და საპარკე სკამები დამონტაჟდება, რომელზეც ცნობილი მწერლის, ფრანც კაფკას წიგნის ილუსტრაციები იქნება გამოსახული; ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სეზონური ყვავილებით საქართველოსა და პრაღის დროშები გამოისახება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე გაეცნენ. „პრაღასთან დამეგობრების შემდეგ, პირველი პროექტი, რომლის განხორციელებაც საბურთალოს რაიონში დავიწყეთ, ყაზბეგის გამზირზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაა. რაიონში ეს ყველაზე განსხვავებული სივრცე იქნება, სადაც პრაღისთვის დამახასიათებელი სიმბოლოები განთავსდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენს რაიონს კიდევ ერთი თანამედროვე, ულამაზესი და გამწვანებული სივრცე შეემატება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „გრინსერვისი+“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 595 ლარია გამოყოფილი.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)