|
2020-02-12 17:04:38, 3369 ნახვა
რეგიონი
ბათუმი ისრაელში უკვე მეორედ წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა
ისრაელში ბათუმი 2019 წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. წამყვანმა სამოგზაურო ვებგვერდმა lametayel.co.il ბათუმს ეს ტიტული გასული წლის შემდეგ უკვე მეორედ მიანიჭა. 2019 წელს, ბათუმის შესახებ სტატიებზე ვებგვერდ lametayel.co.il-ის მეშვეობით მილიონობით უნიკალურ მომხმარებლებს ჰქონდა წვდომა. პოპულარული სამოგზაურო ონლაინ გვერდი Lametayel მოგზაურობის შესახებ 500, 000 გვერდზე მეტ სამოგზაურო ინფორმაციას მოიცავს და მთავარი გვერდის გარდა ის 10 პატარა ონლაინგამოცემას ფლობს, რომლებიც ცალკეულ ტურისტულ მიმართულებებზეა ფოკუსირებული. Lametayel-ი ისრაელში მოგზაურობასთან დაკავშირებით Google-ში ყველაზე ხშირად ძებნადი ვებგვერდია. მას ყოველთვიურად საშუალოდ 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენა 11 თებერვალს გაიხსნა და დღეს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)