|
2020-02-12 11:35:44, 3254 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბა მონაწილეობას არ მიიღებს
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ხაჯიმბამ რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ე.წ. საარჩევნო პროცესში მონაწილეობას სამი კანდიდატი მიიღებს. ესენია: ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია, ე.წ. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრი ადგურ არძინბა და პარტია „აკზაარიდან“, ყოფილი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაპშბა. ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია 21 თებერვლამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ე.წ. არჩევნები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში 22 მარტისთვისაა დანიშნული. 9 იანვარს სოხუმში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ. 10 იანვარს - „უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციამ“ „ცესკოს“ გადაწყვეტილება სექტემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ ბათილად ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)