|
2020-02-11 16:25:29, 1561 ნახვა
პოლიტიკა
უდუმაშვილი - არც მე-5, არც მე-6 რაუნდი არ იქნება, რადგან, როცა შევდივართ მოლაპარაკების მაგიდასთან, გამოსვლისას ხელბორკილებს გვადებენ
„არც მე-5, არც მე-6 რაუნდი არ იქნება, რადგან, როცა შევდივართ მოლაპარაკების მაგიდასთან, გამოსვლისას ხელბორკილებს გვადებენ“, - ამის შესახებ ფრაქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ოპოზიცია კვლავ ქუჩის აქციებს განაგრძობს. „რესურსი ამოწურულია, მოლაპარაკებები დასრულებულია. ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მოლაპარაკებების ფორმატში, არც მეხუთე, არც მეექვსე და არც მეშვიდე რაუნდი არ იქნება მარტო იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენ რომ შევდივართ მოლაპარაკებების მაგიდებთან, რომ გამოვდივართ მერე ხელბორკილებს გვადებენ. ამ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ, რომ გაგრძელდეს საერთოდ რაიმე სახის მოლაპარაკება ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე, ამიტომ ეს მოლაპარაკებები დამთავრებულია, გადავდივართ მოქმედების სხვა მეთოდებზე, მათ შორის რა თქმა უნდა ქუჩის აქციები, რა თქმა უნდა პროტესტი, პიკეტირება, რეგიონებში გასვლაც იქნება იმიტომ, რომ ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)