22:06 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 13:58:13, 1337 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ „112“-ის თანამშრომლებს „112“-ის დღე მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს ესტუმრა და ცენტრის თანამშრომლებს "112"-ის დღე მიულოცა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა. 

გიორგი ბუთხუზმა ქოლ-ცენტრი და 112-ის სასწავლო ცენტრი დაათვალიერა, ასევე, გაეცნო  ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის სპეციფიკასა და სამუშაო პირობებს .

2009 წელს, ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი "112"-ის დღედ გამოაცხადეს.  11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, "112"-ის დღეს აღნიშნავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
2024 წელს მელიაზე თავდასხმისთვის 1 პირს, ასევე, მელიას გარემოცვის 2 წევრს ბრალი წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics