|
2020-02-10 15:21:21, 1038 ნახვა
საზოგადოება
სტარტაპ გრაინდის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ქართველი სტარტაპერები დაესწრებიან
2020 წლის 11-12 თებერვალს, სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე სტარტაპ გრაინდის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. საქართველოდან კონფერენციას ათამდე წარმატებული ქართული სტარტაპი დაესწრება: Biocure, Clothes to Me, Raven, Phubber, Pulsar, Stack, Georgian Wine Finder, Qvevri, Goforit, Ztractor, Elven Technologies. ვიზიტი Startup Grind Tbilisi-სა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება. Startup Grind Global 2020 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე კომპანიებისა და ადამიანებისთვის. საერთაშორისო კონფერენცია თავს უყრის მსოფლიოს მასშტაბით 10000-ზე მეტ ტექნოლოგიურ ლიდერს, ცნობილი კომპანიების დამფუძნებლებს, წარმატებული ბრენდების წარმომადგენლებს, მსოფლიო დონის სპიკერებს, მსხვილ ინვესტორებს, ანტრეპრენერებსა და სტარტაპერებს. საქართველოდან ჩასულ დამწყებ ანტრეპრენერებს საშუალება ექნებათ დამსწრე საზოგადოებას გააცნონ საკუთარი სტარტაპები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში, 100-მეტ სესიასა თუ სოციალურ ღონისძიებაში. ქართული დელეგაცია ასევე შეხვედრას გამართავს ქართულ დიასპორასთან და მსხვილ ინვესტორებთან. დაგეგმილი ღონისძიების მეშვეობით, დამწყებ ქართველ ანტრეპრენერებს ეძლევათ შანსი საერთაშორისო კავშირების დამყარებაში. თავის მხრივ, საქართველოსთვის, როგორც ტექნოლოგიური სფეროს განვითარებადი ქვეყნისთვის, დიდი შესაძლებლობაა, მოიზიდოს როგორც ინვესტიციები, ისე ხელი შეუწყოს ეკოსისტემის ზრდასა და რეგიონის დამაკავშირებელ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივის განვითარებას. Startup Grind-ი ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის. იგი 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და ორ მილიონ წევრს აერთიანებს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)