|
2020-02-10 14:59:46, 1349 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე ხელისუფლებას - უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით
„მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გიგი უგულავას დაპატიმრება ზიანს მიაყენებს ქვეყანაში არსებულ უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს. „მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ისედაც უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, მათ შორის, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს იმ მოლაპარკებებს, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ განაჩენი არ არის დამდგარი, მინდა მაინც ვიქონიო იმედი, რომ ხელისუფლებას ეყოფა ელემენტარული საღი აზრი, არ დააზიანოს შეუქცევადად ამ ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი და არ დაიზიანოს საკუთარი თავი. ყველა ვხედავთ, რომ გიგი უგულავას დაპატიმრების არ ეშინია, გიგი უგულავა არსად არ იმალება და არსად არ მიდის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე 2018 წლის თებერვალში დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
ბელგოროდის უნივერსიტეტში თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა: იქ დრონებს აწყობდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)