|
2020-02-10 10:44:23, 1581 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის საკოორდინაციო შტაბში შეხვედრები გამართა
თორნიკე რიჟვაძე აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სტიქიის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. „მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს გზების ინტენსიური წმენდა სხვადასხვა მიმართულებით. ყველა სამსახური კოორდინირებულად მოქმედებს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი თოვლისგან გამოწვეული გართულებები. იყო შეფერხებები ელექტრო მომარაგების კუთხით, რომელიც პრაქტიკულად სრულად არის აღდგენილი“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკკე რიჟვაძემ. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში 70-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)