|
2020-02-08 17:04:12, 2333 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ მედიის წარმომადგენლებს ექსპორტის ხელშეწყობის ინსტრუმენტები გააცნო
ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II ფაზა" ორგანიზებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ მედიის წარმომადგენლებს ექსპორტის ხელშეწყობის ინსტრუმენტები გააცნო. ამ ექსპორტის ხელშემწყობ ინსტრუმენტს სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი უწყებები და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები წარმატებით იყენებენ ადგილობრივი მწარმოებლების - პოტენციური და მოქმედი ექსპორტიორების მხარდასაჭერად. საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II ფაზა" ორგანიზებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა DCFTA - ის ცნობიერების ამაღლების ისეთ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა DCFTA - საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მსხვილი ბიზნეს ასოციაციების, პროფესიული კავშირების და დამსაქმებლების წარმომადგენლები და სავაჭრო პალატები, ასევე ვებგვერდი - www.dcfta.gov.ge და სხვ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში" წარმატებით ახორციელებს ექსპორტის მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმებს, როგორიცაა პოტენციური ექსპორტიორების საერთაშორისო გამოფენებსა და მისიებში მონაწილეობის ხელშეწყობა, სავაჭრო პლატფორმებზე რეგისტრაცია, როგორიცაა www.tradewithgeorgia.com , რომლის განახლებაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „USAID REAP" მხარდაჭერით განხორციელდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული სავაჭრო პორტალი არის ონლაინ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ქართველი მეწარმეები და სერვისის მიმწოდებელი კომპანიები დარეგისტრირდებიან და შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი პროდუქცია და სერვისები გააცნონ უცხოურ პოტენციურ პარტნიორებს. „პორტალის მეშვეობით ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები ისარგებლებენ ერთი ფანჯრის პრინციპით, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში კომპანიის პროფილის შექმნას, საექსპორტო პოტენციალის განსაზღვრას, საერთაშორისო ღონისძიებაზე რეგისტრაციას, ონლაინ ხელშეკრულების გაფორმებას და სხვა რელევანტური აქტივობის განხორციელებას," - განაცხადა გენადი არველაძემ. რაც შეეხება გამოფენა - გაყიდვებში მონაწილეობას, სააგენტოს მხარდაჭერით 2019 წელს მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბით, 102 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ევროპის 11 წამყვან გამოფენა - გაყიდვაში.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)