|
2020-02-06 13:39:06, 761 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში 17 600 კვ.მ ფართობზე ორი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება
ვარკეთილში, მიმდინარე წელს 17 600 კვ.მ ფართობზე ორი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა და 2020-2021 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ვარკეთილში, ერთ-ერთი სკვერი ალექსიძის ქუჩაზე მოეწყობა. პროექტის განსახორციელებლად კი 500 000 ლარი დაიხარჯება. „ვარკეთილის სივრცითი დაგეგმარება საბედნიეროდ, შენარჩუნებულია. ქალაქში ძალიან ბევრი მწვანე სივრცე გვაქვს, რომელიც მოვლასა და განახლებას საჭიროებს. ტერიტორია, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარე წელს იგეგმება, ალექსიძის ქუჩაზე არსებული საკმაოდ დიდი სკვერია. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 7 600 კვ.მ ფართობი განახლდება, დაირგვება დიდი ზომის ხეები და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და როგორც სარწყავი, ასევე, სანიაღვრე სისტემები მოეწყობა“, - განაცხადა მაია ბითაძემ. მერის მოადგილემ კიდევ ერთ პროექტზე ისაუბრა, რომელიც ვარკეთილის 3, მე-3 მიკრორაიონში, N310 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ვარკეთილში, 10 000 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. გასულ წელს ჩვენ ვარკეთილში ძალიან დიდი სივრცის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. წელს კი, როდესაც აღნიშნული პარკის განახლებას დავიწყებთ, ვფიქრობთ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ ერთი კარგი სივრცე შეიქმნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ. აღნიშნული პროექტის ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)