20:24 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 18:48:09, 1871 ნახვა

სამართალი
მამა ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის მონასტერში მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის მონასტერში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა, რომელიც თავს მონასტერს აფარებდა, მეორე პირი მოკლა და მიიმალა.

„როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე, მონასტერში დროებით მცხოვრები და გაიქცა მონასტრიდან. საუბარია რა თქმა უნდა საერო პირებზე“, - წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ეკლესიის კელიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ყელის არეში ჭრილობა აღენიშნება. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics