13:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 14:44:27, 1076 ნახვა

კომენტარი
კალაძე სამგორში ნახევრად დაგებულ გზაზე - ადამიანთა ჯგუფმა დახაზა, რომ ეჩვენებინათ, როგორი უნიათოა დედაქალაქის მთავრობა

„ადამიანების ჯგუფმა, მგონი ყველა მიხვდება ვინც, გააკეთა დახაზვითი სამუშაოები, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა დედაქალაქის მთავრობა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ჩანს, რომ სამგორის რაიონში, ე.წ. ზეემკას დასახლებაში გზა ნახევრად არის დაგებული.

მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები კომპანია GWP-იმ ფრაგმენტული დაზიანების გამო აწარმოა.

„მგონი ყველას გეცნობათ ეს ფოტო, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლოს ჩვენს ოპონენტებში. აქ სამუშაოები აწარმოა კომპანია GWP-იმ, ფრაგმენტული დაზიანება და პრობლემა იყო და შემდეგ ადამიანების ჯგუფმა, მგონი ყველა მიხვდება ვინც, გააკეთა ეს დახაზვითი სამუშაოები, რომ გამოეყვანათ როგორი უნიათოა დედაქალაქის მთავრობა, სამგონის გამგეობა და როგორ დახაზვებს აკეთებს. აი, ხომ ხედავთ რა დონეზე არიან დასულები და სად არიან. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჩვენ პროექტი დაკვეთილი გვქონდა და მზად გვქონდა და ველოდებოდით კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას, რომ სამუშაო დაწყებული იყო და ასეთი ხუმრობა, რომელიც კონკრეტულმა ტელევიზიებმაც სიუჟეტებიც კი მიუძღვნეს. სად არიან ხო ხვდებით? ვითომ ამაზე დიდი პრობლემები არ გვქონდეს დედაქალაქში. ეს ქუჩა მთლიანად განახლდებული, მოწესრიგებული იქნება, სანიაღვრე სისტემები გაკეთდება და  იქნება მოასფალტება და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics