02:25 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 15:58:47, 1358 ნახვა

საზოგადოება
იტალიაში მასერტიფიცირებელი ორგანოს წარმომადგელებთან შეხვედრები გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები სარგავი მასალის სერტიფიცირების ევროპული მოდელის და სანერგე მასალების წარმოების პროცესში ჩართული სტრუქტურების საქმიანობის გაცნობის მიზნით, იტალიის რამდენიმე რეგიონში იმყოფებოდნენ.

ჯგუფის წევრები სანერგე მეურნეობების საქმიანობას, ნერგის კატეგორიებისადმი და სადედე ბაღებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს გაეცნენ და სანერგეთა ასოციაციების, მასერტიფიცირებელი ორგანოს, რეგიონალური ფიტოსანიტარული სამსახურის და ბოლონიის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სპეციალისტების ვიზიტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანიც საქართველოში სანერგე მეურნეობების განვითარება, სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ნერგების სერტიფიცირების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებაა.

საქართველოში სარგავი მასალის სერტიფიცირება 2018 წელს დაიწყო, თავდაპირველად სანერგეების კვალიფიციურობის დადგენა, შემდგომ კი მათი სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესში ნებაყოფლობითი ჩართვა განხორციელდა. სერტიფიცირების სისტემა  ბაზარს ხარისხიანი სანერგე და სათესლე მასალით უზრუნველყოფს, ჩაანაცვლებს იმპორტირებულ მასალას და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და ექსპორტს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში 2024 წელს თესლი და სარგავი მასალა სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics