14:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 11:59:23, 1263 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე - მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან ივანიშვილის ხუშტურების გამართლებით არის დაკავებული

„საქართველოს მთავრობა პრაქტიკულად დაკავებულია არა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ საერთაშორისო პარტნიორებთან ბიძინა ივანიშვილის ხუშტურების გამართლებით“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წვერი სერგი კაპანაძე მთავრობის მიერ აშშ-ის ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელებას.

დეპუტატის თქმით, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად არა ლობისტური კომპანიების დაქირავება, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

„თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა პრაქტიკულად დაკავებულია არა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებისა და აქ დაშვებული მძიმე შეცდომების გამართლებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამაში გადასახადის გადამხდელის ფული დახარჯოს და ასე გაიძლიეროს თავისი პოზიციები. მთავარი კითხვების გასაქრობად, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს აწუხებს, რაც ეხება ძალაუფლების უზურპაციის მცდელობას და პოლიტიკური ოპონენტების დევნას, ამისთვის ლობისტებზე ფულის ხარჯვა კი არ არის საჭირო, საჭიროა ამ პრობლემების კონკრეტული გამოსწორება და ადგილზე ნაბიჯების გადადგმა“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებამ ლობისტურ კომპანია „Chartwell Strategy Group“-თან თანამშრომლობა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. ხელშეკრულების ასლი, რომელიც აშშ-ის იუსტიციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, 2020 წლის 27 იანვრით არის დათარიღებული. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დარეგისტრირებული პირი იმუშავებს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics