03:30 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-02 11:21:50, 1166 ნახვა

საზოგადოება
გუდაური კობის მონაკვეთზე 2 დღეა ავტომობილებს გადაადგილება აკრძალული აქვთ

შალვა კერესელიძემ გუდაური-კობის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო გაჩერებული ავტომანქანების მგზავრები მოინახულა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, უკვე ორი დღეა გადაადგილება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. გზაზე გაჩერებული მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების დადგომისთანავე დაიწყება, რის შემდეგაც ავტომანქანები გზის გაგრძელებას შეძლებენ.

ადგილზე არსებულ სიტუაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ზაქრო ხეხელაშვილთან ერთად გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მგზავრებს ცხელი საკვები მიუტანეს და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics