|
2020-01-30 14:41:57, 881 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობა შეაჯამა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, დარგობრივი ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო. „ჩვენი სამინისტრო ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულების - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების - სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე და ამ პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე მუშაობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ორივე მიმართულებით ხელშესახები წინსვლა გვაქვს, მიუხედავად რთული მემკვიდრეობისა და არაერთი გაუთვალისწინებელი გამოწვევისა“, - განაცხადა მინისტრმა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აგრარულ დარგში სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია ქართული პროდუქციის წარმოება. „ჩვენ დახლებზე ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ახალი ქართული ბრენდირებული პროდუქტი ჩნდება, რაც იმპორტის ჩანაცვლების შეუქცევადი პროცესის მაჩვენებელია. საქართველო, ტრადიციულად, აგროსასურსათო წარმოებით გამორჩეული ქვეყანა იყო. ჩვენ ამ სტატუსს ეტაპობრივად ვიბრუნებთ. მიუხედავად მზარდი მოხმარებისა, რაც ტურისტული ნაკადის ზრდითაც არის განპირობებული, აგროსასურსათო პროდუქტის სავაჭრო დეფიციტი ყოველწლიურად სულ უფრო მცირდება. მცირდება იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა, 900 მილიონიდან ეს დეფიციტი 350 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძელით წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა“, - განაცხადა მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი მიმართულებით სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხანში დასრულდება ძირითადი საკანონმდებლო ბაზების შემუშავების ეტაპი. გარემოსდაცვითი კანონმდებლობა თანხვედრაში იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან. „ჩვენ, მდგრადი განვითარების პრინციპებით, შევძლებთ ეკონომიკის განვითარებას გარემოს დაზიანების მინიმუმამდე შემცირებით. დღეისათვის, გაფართოებული ვალდებულებების პირობებში, მწარმოებლებს გარემოზე ზიანის შემცირების მიმართულებით მეტი პასუხისმგებლობა უკვე აქვთ. წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ადეკვატური მაკონტროლებელი სისტემა და მწარმოებელთა პასუხიმგებლობის მუდმივი ზრდა - ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, რაც გარემოს დაცვის გარანტია უნდა გახდეს“, - განაცხადა ლევა დავითაშვილმა. შემაჯამებელი ღონისძიების დასასრულს, მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით 2020 წლისთვის განსაზღვრულ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი, რომელშიც, თავმოყრილი იყო კადრები სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი საწარმოებიდან, მელიორაციის განახლებული ინფრასტრუქტურული ობიექტებიდან, საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიებიდან, საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზებიდან.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)