|
2020-01-29 14:43:37, 1557 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე „ქართულ ოცნებას“: გონს მოეგეთ და გაითვალისწინეთ ის, რასაც მთელი ცივილიზებული სამყარო გეუბნებით
„უნამუსოდ მოიქცევიან და გააგრძელებენ ხალხის მოტყუებას? უფრო მკაცრ პასუხებს მიიღებენ ჩვენგან“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს ის, რასაც ქართველი ხალხი და მთელი ცივილიზებული სამყარო ეუბნება. „ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, არ ვართ დამოკიდებულები არც თალაკვაძეებზე, არც კალაძეებზე, არც გახარიებზე, არც ივანიშვილზე, საქართველოს ბედი ვერ იქნება ამ ხალხზე ჩამოკიდებული. ოპოზიციას გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა, ჯიუტად, უნამუსოდ მოიქცევიან და გააგრძელებენ ხალხის მოტყუებას? კიდევ უფრო მკაცრ პასუხებს მიიღებენ ჩვენგან. წელს არის საპარლამენტო არჩევნები და საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს ორ რამეს შორის, უპერსპექტივობა, თუ დიდი პერსპექტივა. რაც შეეხებათ მათ, კიდევ ერთხელ ვეუბნები ყეყეჩურ და ყელმოღერებულ განცხადებებს თავი დაანებეთ, გირჩევთ, რომ გონს მოეგოთ, გაითვალისწინოთ ის, რასაც მარტო ჩვენ, მარტო ქართველი ხალხი კი არა, მთელი ცივილიზებული სამყარო გეუბნებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)