|
2020-01-28 16:22:50, 1427 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. აუზი N107 საჯარო სკოლის მიმდებარედ, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე მოსახლეობის თხოვნით შენდება. კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტი ლილოს დასახლებაში ივნისში დასრულდება. „ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ამ სამუშაოებს აუცილებლად შევასრულებდით. თქვენ ხედავთ, როგორი დასახლებული პუნქტია, აქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ აქ გვაქვს სპორტული ცენტრი და მომავალში დაემატება საცურაო აუზი, რომელიც მოემსახურება ახალგაზრდებს, ბავშვებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, მის დანერგვას, პოპულარიზაციას და გვინდა ყველა რაიონში შევიდეთ ასეთი პროექტებით. მომავალში დაგეგმილი გვაქვს მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, მათ შორის, დიდ დიღომში. უკვე არსებობს პროექტი და მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. პროექტი მოიცავს საცურაო აუზს სიგრძით 18 მეტრი, სიგანით 12,5 მეტრი, ხოლო სიღრმით 0,8 – 1,6 მეტრი; ფიტნეს დარბაზს, სველ წერტილებს, გასახდელებს და მისაღებს. პროექტის ღირებულება 1 439 439 ლარია, ხოლო სამუშაოების წარმოების ვადა 30 ივნისამდეა. სპორტული კომპლექსი, სხვადასხვა სექციებზე, დაახლოებით 500 ბავშვს ემსახურება, საცურაო აუზი კი საშუალოდ 200 ბავშვზეა გათვლილი. ისევე, როგორც სხვა მუნიციპალურ კომპლექსებში, სოციალურად დაუცველ ბავშვებს თბილისის მერია დააფინანსებს. სხვა ნებისმიერ მსურველთათვის კი მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი, შეღავათიანი ტარიფი იმოქმედებს. საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას თბილისის მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და სოფიო ხუნწარია გაეცნენ. ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები იმყოფებოდნენ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)