|
2020-01-25 18:06:07, 2142 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში კომისია შეიქმნა
კორონავირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად შემოწმდებიან. „კორონავირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით. ასევე მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა უწყებებს შორის, რომ მოხდეს პასუხისმგებლობების გადანაწილება. დღევანდელი შეხვედრა ეთმობოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გუშინ გამოცემული ახალი რეკომენდაციების განხილვას, რაც გუშინ საღამოს გახდა ხელმისაწვდომი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გარკვეულწილად აქცენტს აკეთებს ტემპერატურის შეფასებაზე, ქვეყანაში შემოსვლის ადგილზე, ამისი მზაობაც არის და სასაზღვრო პუნქტებში შესაძლებელი იქნება უკვე თერმული შეფასებაც. ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას, პირველ რიგში, მას ექნება საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები, მოხდება თერმული სკრინინგი და ვისაც დაუფიქსირდება 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურა, თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემთხევევაში თუ ასეთი მგზავრი გამოჩნდება, მას ექნება საშუალება, რომ გაიაროს საწყისი ტრიაჟი ადგილზე, აეროპორტშივე ვიდრე მოხდება მისი ან გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში. მედიკოსები აეროპორტში დღესაც არიან, ეპიდომიოლოგიური სამსახური მუშაობს და ეს არის მათი მუშაობის ჩვეულებრივი რეჯიმი. აქცენტი კეთდება მაღალი რისკის რეგიონებიდან ჩამოსულ მოგზაურებზე და არა გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოუსულ მოგზაურებზე. მაღალი რსიკის ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ჩინეთის ან ჩინეთის კონკრეტულ პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებზე, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელება. ეპიდემიოლოგიური სამსახური მობილიზებულია, ექიმები 24 საათიან რეჟიმში არიან, ჩვენ ჩვენი მხრიდან დავახმართ კიდევ უკვე სხვა, გადაუდებელი დახმარების ექიმებს, ტრიაჟის ფუნქციის გააქტიურებისთვის და შემდეგ, რა თქმა უნდა, რეფერალისთვის, რათა დროულად მოხდეს გადამისართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)