|
2020-01-21 16:32:25, 1499 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი 2020 წლის პოლიტიკურ გეგმებზე: 8 წელი საკმარისია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას
„8 წელი საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, წინა არჩევნებთან შედარებით, აქტიურად ჩაერთვება 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში. „მე, თუკი ეს იქნება „ქართული ოცნების“ სურვილი, ვაპირებ დავრჩე პოლიტიკაში მათთან ერთად. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრობას, ვფიქრობ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრული 8 წელი იქნება შესრულებული ჩემი და ჩემი თანამებრძოლი პირების საქმიანობის იუსტიციის სამინიტროში. პირადად ვფიქრობ, რომ საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. დაველოდებით როგორი იქნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. რაც შეეხება კამპანიაში ჩართვისას გადავდგები თუ არა, მე ასეთი განწყობა არ მაქვს. მე მაქვს უფლება ვიყო მინისტრი და ასევე ვიყო სუპერ აქტიური საარჩევნო კამპანიაში, ვიდრე რომელიმე წინა არჩევნების დროს მინისტრობისას ვყოფილვარ, არ ვგულისხმობ 2012 წელს. მე ვაპირებ ამას იმიტომ, რომ მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ დავუშვა წარსულის დაბრუნება საქართველოში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)