08:46 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-21 14:33:06, 1392 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ფერომონების მწარმოებელი კომპანიის „ტრესე“ აღმასრულებელ დირექტორს, ბილ ლინგრენს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს და ფერომონზე დაფუძნებული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „ტრესე“ აღმასრულებელ დირექტორს, ბილ ლინგრენს შეხვდა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების შედეგად, 2019 წელი, თხილის მოსავლის რაოდენობითა და ხარისხით გამორჩეული იყო. აღნიშნული შედეგის მიღწევაში აქტიური მხარდაჭერისთვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მადლობა გადაუხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics