09:48 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 15:55:04, 1147 ნახვა

საზოგადოება
ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ტექნოპარკში

2020 წლის 20 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა გახსნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინუსმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ  მთავრობის  წარმომადგენლები სხვადასხვა სამინისტროებიდან.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას. პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და მსოფლიო ბანკი. 2019 წლის აპრილიდან დღემდე TTPP-მ, სამიზნე აუდიტორიასთან აქტიური მუშაობის შედეგად, მიიღო 74 განაცხადი, ხოლო 13-მა წარმატებულმა და ინოვაციურმა პროექტმა გადალახა დეტალური შესწავლის ეტაპი. სწორედ აღნიშნული პროექტებიდან 6 პროექტის კომერციალიზაციის გეგმა TTPP-ს კომერციალიზაციის ექსპერტებმა წარადგინეს მრჩეველთა საბჭოს წინაშე. დარჩენილი 7 პროექტის წარდგენა იგეგმება 2020 წლის მარტში. პროექტის ფარგლებში მოხდება შერჩეული პროექტების კომერციალიზაციისთვის მზაობის დონის გაზრდა, როგორც ფინანსური, ასევე - ადამიანური რესურსის გამოყენებით.

მრჩეველთა საბჭო აერთიანებს ძირითადად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს.  მათი რჩევებისა და შეხედულებების გათვალისწინებით მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება პროექტების დაფინანსების/მხარდაჭერის შესახებ.

მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის მთავარი მიზანია შერჩეული პროექტების/ინოვაციების კომერციალიზაციის გეგმების წარდგენა და მრჩეველთა საბჭოს მიერ მათი მხარდაჭერის რატიფიცირება. მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები აღნიშნულ შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics