|
2020-01-20 11:57:52, 1209 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიაში არ ყოფილა განხილვა
„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიაში არ ყოფილა განხილვა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტი აგრძელებს საკუთარი საქმის კეთებას. „სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიაში არ ყოფილა განხილვა. ასეთი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე ზედამხედველობის რეგულარული სესიების ფარგლებში მოვუსმენთ მინისტრებს და განვიხილავთ ყველა იმ გეგმას, რაც სამინისტროებს მიმდინარე წელს ექნებათ. ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინიტრი გიორგი გახარია, კაბინეტი ადგილზეა და აკეთებს საკუთარ საქმეს, ისევე როგორც პარლამენტი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)