|
2020-01-20 11:39:18, 1247 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: მმართველი გუნდის დიდი ნაწილი მომხრეა, რომ კულტურის სფერო ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდეს
„საპარლმენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი ემხრობა, რომ კულტურის სფეროს ჰქონდეს ცალკე სამინისტრო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავიშრებით გუნდში იყო განხილვები. „სამინისტროს რეორგანიზაციასთა დაკავშირებით ვადასტურებ, რომ იყო განხილვები. გუნდის დიდი ნაწილი ემხრობა, რომ კულტურის სფეროს ჰქონდეს ცალკე მენეჯმენტი, ცალკე მართვა და კოორდინაცია სამინისტროს სახით. როდის იქნება ეს გადაწყვეტილებ მიღებუი, ეს არის პრემიერის პრეროგატივა. საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს. მან უნდა მიმართოს პარლამენტს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, განხილვის ინიციატორი საზოგადოებისა და კულტურის სფეროს მუშაკები არიან. „განხილვის ინიციატორი გახდა საზოგადოების და კულტურის სფეროს მუშაკთა მომართვა პარლამენტის და მთავრობის მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა, იგნორირებას ვერ გავუკეთებთ საზოგადოების მოთხოვნას, რომ განვიხილოთ ეს საკითხი. კონკრეტულად რა არგუმენტებით მოხდება გაყოფა, თუ ეს მოხდება, ამაზე უკვე ვიმსჯელებთ შემდეგ როდესაც მთავრობის მხრიდან მივიღებთ შესაბამის წინადადებას“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)