20:24 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-17 14:32:00, 2345 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური, საჭიროების შემთხევაში, ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ზე მეტს უზრუნველყოფს

„ეს არის სადგური, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ზე მეტს უზრუნველყოფს. ეს არის ჩვენი ე.წ. „რეზერვი", რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში, ძალიან სწრაფად შედის მწყობრში და უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას - მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ამ მხოლოდ ამ ერთ თბოსადგურს შეუძლია თბილისის საშუალო თვიური მოხმარების 70%-ის დაფარვა" - ეს განცხადება ნათია თურნავამ გარდაბანში გააკეთა, სადაც დღეს   ახალი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის თბოელექტროსადგური ოფიციალურად გაიხსნა.

მინისტრის შეფასებით,  ენერგეტიკის სექტორის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია  ახალი თბოსადგურების მშენებლობა, რადგან ეს  საბაზისო ენერგიის წყაროა.

მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული  „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2"  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა.

თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს.

„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2" წელიწადში 1,3 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ახალი თბოელექტროსადგური, პირველად საქართველოში, ინოვაციური,  ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციითაა აღჭურვილი, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში, სისტემისთვის  ელექტროენერგიის მიწოდებას და ნულიდან აღდგენას გულისხმობს.

კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგობლოკები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics