|
2020-01-16 13:28:01, 1362 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: NDI-ის კვლევები მუდმივად აცდენილია არჩევნების შედეგებს
„მათი კვლევები მუდმივად აცდენილია არჩევნების შედეგებთან“, - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ეროვნულ-დემოკრტიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ხვალ რომ არჩევნები ტარდებოეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, ხოლო 13% „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა. ვოლსკის თქმით, ორგანიზაცია, რომელიც „ენდიაის“ ეგიდით მოქმედებს, პერიოდულად, გაუგებარი მიზნებით აქვეყნებს კვლევის შედეგებს და აჟიოტაჟს ქმნის მედიასივრცეში. „მათი კვლევები მუდმივად აცდენილია არჩევნების შედეგებთან, რაც მთავარი ინდიკატორია იმისა, თუ რატომ ვეთანხმები ან არ ვეთანხმები ამ კვლევებს. გარდა ამისა, მე თავად მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ პარლამენტის საქმიანობის შესახებ საზოგადოებამ პრაქტიკულად მინიმალური იცის. პარლამენტის საქმიანობა ფასდება მხოლოდ იმ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეჯახებებით, რასაც მედია, როგორც დაინტერესებული მხარე აშუქებს. რა კანონები იქნა მიღებული მიწებთან დაკავშირებით, მიწების რეგისტრაციაზე, ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებასთან დაკავშირებით, საზოგადოების წევრებმა, გამოკითხულები არ იციან და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვასაც არ სვამს ორგანიზაცია, ვფიქრობ, შეგნებულად, რომ არ ქონდეს საზოგადოებას მეტი ანალიზის საშუალება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)