|
2020-01-16 11:59:29, 1345 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ დგას. კერძოდ, კითხვას „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ - გამოკითხულთა 20%-მა განაცხადა, რომ „არც ერთი“; 19%-მა - „ქართული ოცნება“ დაასახელა; 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა; 13%-მა - „ნაციონალური მოძრაობა“; 7%-მა „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“; 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“; 5%-მა - „პატრიოტთა ალიანსი“; 4%-მა - „ახალი საქართველო“; 3%-მა - „ერთიანი საქართველო“; 2%-მა - „გირჩი“; 1%-მა - „თავისუფალი საქართველო“; 1%-მა სხვა. კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)