11:04 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-15 12:10:12, 1412 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ მერიის სტრუქტურების ხელმძღვანელებს კორუფციის წინააღმდეგ მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელებს კორუფციის პრევენციის მიზნით, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა.

კახა კალაძის თქმით, კორუფციის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, რეაგირება უმკაცრესი და პრინციპული იქნება.

„მინდა, გავაფრთხილო ყველა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ  თქვენი მიმართულებებით გამოიჩინოთ  მაქსიმალური ყურადღება კორუფციის პრევენციის მხრივ,  რომ რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით, პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ თავს არ დავუხრით  ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდში დავუდგებით, პრობლემებთან მარტო არავის დავტოვებთ. იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ჩვენ ვიქნებით პრინციპული. იყო მაგალითები, თუ რა დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან მსგავს ფაქტებზე. ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ ამ მიმართულებით პრევენციისთვის და ყველანაირი პრობლემა ავიცილოთ თავიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics