|
2020-01-10 00:21:08, 2362 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას სოხუმში
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ოკუპირებულ სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ე.წ ადმინისტრაციის შენობაში მიმდინარე აქციას ეხმაურება. "ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას სოხუმში და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ აფხაზეთში",-წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. მათ პრეზიდენტის ამინისტრაციის შენობის მთავარ შესასვლელში კარი და ფანჯარა შეანგრიეს. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად გაიმართა. არაღიარებულმა რესპუბლიკის ე.წ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო. ალხას კვიცინიამ 46.19%.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)