|
2020-01-09 18:56:15, 2440 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი: გაქცევას არ ვაპირებ
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ გააგრძელებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას და ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. „მე ვიმყოფები სოხუმში, სამუშაო ადგილზე, ადმინისტრაციის შენობაში“, - აცხადებს ხაჯიმბა. მისივე თქმით, ამ წუთებში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ვითარების განმუხტვას ცდილობენ. შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. მათ პრეზიდენტის ამინისტრაციის შენობის მთავარ შესასვლელში კარი და ფანჯარა შეანგრიეს. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად გაიმართა. არაღიარებულმა რესპუბლიკის ე.წ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო. ალხას კვიცინიამ 46.19%.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)